შეავსე ფორმა
Logo
ქარსაფარი ზოლის შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
03 სექტემბერი 2018

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა ჩაატარა ქარსაფარი ზოლის კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) და წარმოადგინა რეკომენდაციები წარდგენილი რეგულაციის ინკლუზიური და მდგრადი ფორმით განხორციელების პოლიტიკის სხვადასხვა ალტერნატივაზე.

აღმასრულებელი უწყებებისა და საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მეთოდოლოგიის გაგებისა და გამოყენებისათვის
24 ივლისი 2018

პროექტის მიზნია საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერება RIA-ის მეთოდოლოგიის გაგებისა და გამოყენებისათვის.

ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
28 თებერვალი 2018

ეკოლოგიური და ინდუსტრიული ცვლილებების ხანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არამხოლოდ იცავს სახეობებსა და მათ ჰაბიტატებს, არამედ ეკოსისტემური სერვისების სახით სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის. ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებისა თუ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონზე მუშაობა.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
29 ნოემბერი 2017

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI) დაიწყო „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონპროექტის შერჩეულ საკითხებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მომზადება. პროექტში ISET-PI-ის პარტნიორია გერმანული საკონსულტაციო ჯგუფი Berlin Economists.

საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
31 ოქტომბერი 2017

2013 წელს საქართველოს მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა საქართველოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი („კანონპროექტი“).

შეავსე ფორმა